სტუ-ს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ეს გუნდი 2014 წლის მაისში გავაუქმეთ

AutoSharing Option
სტუ-ს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი კულდონაშვილმა "პირველ არხთან" საუბარში განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა გუნდი 2014 წლის მაისში გააუქმა.

"ჩვენ გვყავდა გუნდი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა პირველ ლიგაში. ეს ლიგა სფფ-ის მიერ იყო ორგანიზებული. ეს გუნდი 2014 წლის მაისში გავაუქმეთ. შესაბამისად, მივწერეთ ფედერაციას წერილი, რომ აღარ გვაქვს სურვილი ფედერაციასთან თანამშრომლობის და არ გამოვედით პირველ ლიგაში. ჩვენს ადგილას ვინ შევიდა პირველ ლიგაში, არ ვიცით, შეიძლება "ნორჩი დინამო" ყოფილიყო ან ნებისმიერი სხვა გუნდი. ჩვენ აღარავითარი კავშირი არ გვაქვს ამ გუნდთან", - თქვა კულდონაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ "სტუ თბილისის" პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის - "ibcbet"-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის "ჩხერიმელას" მოქმედი ფეხბურთელები - გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე, ორი პირი - იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

ასევე იხილეთ:
შსს-მ თამაშების ჩაწყობისთვის ფეხბურთელები დააკავა

სფფ-ის ოფიციალური განცხადება ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით
შსს-მ ფეხბურთელების დაკავების კადრები გაავრცელა [VIDEO]
როგორ აწყობდნენ მატჩებს - შსს-ს ფარული გადაღება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული