მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ იაკობიშვილი ოქროსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. 65 კგ-ში ფინალში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ზურაბ იაკობიშვილი, რომელმაც 1/2-ფინალში დაძაბული ბრძოლა ბოლო წამებზე მოუგო რუსთა ოს ფალავან ალან გოგაევს (3-3).

იაკობიშვილი ფინალში პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევს შეხვდება.

1/4 ფინალში დამარცხდნენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70) და ელიზბარ ოდიკაძე (97), რომლებიც ბრინჯაოსთვის რეპეშაჟში გააგრძელებენ ბრძოლას. ჩვენმა კიდევ ერთმა ფალავანმა ჯუმბერ ყველაშვილმა (70) კი პირველივე შეხვედრა წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება,
გულშამტკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
iakobi magari kazia, magram kvelashvili sad naxes??
wolf
18:34 26-08-2017
0
ყვარელი გაახარე
levani56
17:49 26-08-2017
0
სიახლეები პოპულარული