ტოჩინოშინი: იმპერატორის თასის მოგებაზე ვერც კი ვიოცნებებდი

AutoSharing Option
ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე შოჰოზანთან გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ mainichi.jp-სთან კომენტარი გააკეთა.

"ეს არის საუკეთესო, რაც ჩემს კარიერაში მოხდა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. იმპერატორის თასის მოგებაზე ვერც კი ვიოცნებებდი, როცა ტრავმის გამო მესამე დივიზიონ მაკუშიტაში დავქვეითდი. ძალიან ბევრჯერ ვფიქრობდი სუმოსთვის თავის დანებებას.

თუმცა, როცა საავადმყოფოდან გამოვედი, ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში საკმაოდ დავქვეითდი, ჩემი დამოკიდებულება დადებითად შეცვლილი იყო.

ჩემმა მწვრთნელმა გამამხნევა და მეც მქონდა სურვილი, კიდევ ერთხელ მეცადა ბრძოლის გამართვა", - თქვა ლევან გორგაძემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული