1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

AutoSharing Option
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინს ძალიან ბევრი თასი გადაეცემა და დაჯილდოება ხვალინდელი ბრძოლის შემდეგ იქნება. თუმცა თასი არ არის მარტო, რაც ქართველმა მოიპოვა.

დავიწყოთ ფინანსური პრიზებით, ქართველი სუმოისტის ხელფასი მკვეთრად გაიზრდება. ეს დამოკიდებული იქნება იმ საიერარქიო ტიტულზე რაზეც დაწინაურდება. რაც შეეხება ერთჯერად პრიზს ეს 10 000 000 იენია, ქართულ ფულზე 230 000 ლარი.

ასევე მას გადაეცემა ძვირადღირებული საათი და მანქანა, რომელსაც ერთი წლის ნორმა ბენზინი მოჰყვება. თუმცა სუმოისტებს
წესების მიხედვით მანქანის ტარება ეკრძალებათ, შესაბამისად მის მანქანაზე მძღოლი დაჯდება, რომელიც აუცილებლად კლუბის წევრი უნდა იყოს.

ქართველს არც ალკოჰოლური სასმელები მოაკლდება: 1 წლის ნორმა ბრინჯის ლუდსა და საკეს სპონსორი კომპანიები უზრუნველყოფენ. არაალკოჰულურებზეც არ ექნება საზრუნავი: 1 სული ძროხის წილი რძე და 1 წლის ნორმა კოკა-კოლასაც მიიღებს.

ასევე 1 სატვირთო მანქანით რძის პროდუქტები და 1 სული ძროხის ხორციც ელოდება. რა თქმა უნდა 1 წლის მარაგი ბრინჯიც არ მოაკლდება, ასევე მიიღებს 1 ტონა ბოსტნეულსა და ხილს. 100 000 ქლიავის ჩირი, 1 ტონა სოკო და კიდევ უამრავი პრიზიც ტოჩინოშინს წინ ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ძალიან კარგი ვულოცავ წარმატებებს, მაგრამ ჯანმრტელობისთვის ასეთი სისუქნე საშიში ხომ არ არის? აჯობებს პირველ რიგში თავს მიხედოს!
nana
10:13 12-03-2018
0
იაპონელებისათვის სუმო განსაკუთრებულია, ცხოვრების წესია, ახლა ნახეთ რამდენ იაპონელს დაარქმევენ ლევანს, ისე როგორც 100 000 იაპონელი შოთაა (გაცილებით მეტი ვიდრე საქართველოში), ჩოჩიშვილის საპატივსაცემოდ, ბოლო ორთაბრძოლში ლევანმა სწორედ ერთ-ერთ იაპონელ შოთას (ენდო) აჯობა. ძალიან დიდი საქმე გააკეთა ლევანმა იმპერატორის თასის მოგებით, იაპონელები მისდამი პატივისცემით საქართველოს კარგად გაიცნობენ. და არა მარტო იაპონელები, შედით youtube.com-ზე ნახეთ დაჯილდოების და სხვა ვიდეოები, კომენტარები, რამდენი უცხოტომელი ულოცავს (სამწუხაროდ გაცილებით მეტი ვიდრე საქართველოში)
vaxo
20:42 28-01-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული