ბოლო ბრძოლა, კიდევ ერთი გამარჯვება და ოვაციებით დაცლილი დარბაზი! ეს ტოჩინოშინია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" ტურირის ფინალური დღე გაიმართა, სადაც უკვე გაჩემპიონებულმა ტოჩინოშინმა 2018 წლის ბოლო ბრძოლა იმპერატორის თასზე მოიგო.

12 000 დარბაზში ქართველის გამოსვლისას ოვაციები არ შეჩერებულა და ყველა ერთხმად სკანდირებდა ტოჩინოშინს.

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ დღევანდელ შეხვედრაში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში იაპონელი ენდო შოთა დაამარცხა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 2:3 გახადა.

ჯამში ტოჩინოშინმა იმპერატორის თასზე 14 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც კოტოეკო
დაამარცხა და ჯურიო ლიგიდან გავარდნას გადაურჩა. მას ჯამში 8 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხარე ლევან, მეხუთე ტურის შემდეგ რაღაცნაირად მჯეროდა, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. დიდი მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისათვის. დიდი ჩემპიონის ტიტულიც მალე მომელოცოს!
0
ცოტა კაცია ლევანი,ცოტ სმა ჭამა ეყოფა,სადილად ბუღა კამეჩი,ვახშმად არც სამი ეყოფა.ას ამირანიანის პერიფრაზი და ისე დევთა მძლეველი,თვითონაც დევია.კეთილი დევკაცი და ვაჟკაცი.მთელი სულითა და გულით გილოცავთ მის საოცარ გამარჯვებას.დაუჯერებელია,როგორ შესძლო ასეთი ნახტომი მომზადებაში.ფაქტია სპორტის ყველა სახეობაში ქართველი მძიმეწონოსნები,ამ წელში უძლიერესები არიან.ვულოცავ ლევანს და საქართველოს.
სოსო
13:46 28-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული