ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ზოიძემ ვერცხლის, მელიამ კი - ბრინჯაოსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ნომბერს, ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, რამაზ ზოიძემ (72 კგ), ვერცხლის, გიორგი მელიამ (97 კგ) კი ბრინჯაოსი.

ფინალში ბოლქვაძემ რუმინელ ნიკუ ოჯოგს ბოლო ილეთის უპირატესობით სძლია (3:3), იქამდე კი ჩინელი ჰაიტაო ქიანი, ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი და იაპონელი ცურუდა დაამარცხა.

ზოიძემ მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, ფინალში მხოლოდ ერთი გაფრთხილებით დამარცხდა თურქ ჩენგიზ არსლანთან. ზოიძემ გადამწყვეტ ბრძოლამდე ირანელ ალი რეიზოლა არსალანს, უზბეკ არამ ვარდანიანს, რუსეთის წარმომადგენელ ნარეკ ოგანიანს 
და ყაზახ კისიმეტოვს სძლია.

მელიამ მესამე ადგილისთვის ბრძოლა იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს მოუგო. მან ფინალამდე ყაზახ ოლჟას სირლიბაის, ლიტველ რომას ფრიდრიკასს, გერმანელ იან ზირნის მოუგო, ნახევარფინალი კი რუს ალეკსანდრ გოლოვინთან წააგო.

რეპეშაჟის ნახევარფინალში დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) უზბეკ ბახრამოვთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე კი რუსეთი გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული