ისტორიული მსოფლიო საქართველოს ნაკრებისთვის! მამაკაცებში დამარცხებული იაპონია და სხვა მიღწევები

AutoSharing Option
გუშინ, 13 მაისს, კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი (ინდივიდუალური დასრულდა, გუნდური მიმდინარეობს) გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა. გთავაზობთ ჩამონათვალს:

- პირველად ისტორიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მედლების სართო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და იაპონია დაამარცხა.

- საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.

- პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს, შეგახსენებთ, ზედიზედ მეორედ ტატო გრიგალაშვილი - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესოა.

- პირველად ქართული სპორტის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა.

- იაპონიის გარდა მხოლოდ ორმა ქვეყანამ შეძლო
საკუთარ წარმომადგენლებში გაერკვია ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი. საბჭოთა კავშირმა 1975 წელს - 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ყაზახეთმა 2015 წელს - 60 კილოგრამში. - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენლებმა ოქრო-ვერცხლის მედლები პირველად გაიყვეს.

მედლები:

ოქრო: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ლუკა მაისურაძე (-90 კგ)

ვერცხლი: ლაშა ბექაური (-90 კგ)

ბრინჯაო: გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ)

წყარო: ჯუდოს დღიურები

altმსოფლიოს ჩემპიონატის ქართულ ფინალში მაისურაძემ ბექაური დაამარცხა [VIDEO]

alt19 წლის სარდალიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

altვაჟა მარგველაშვილი დამატებით დროში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

altლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა [VIDEO]

 

altგრიგალაშვილმა კასე ისევ დაჯაბნა და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

altსულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

altთუშიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშნენ



მკითხველის კომენტარები / 3 /
არავის არაფერი გამორჩენია, ის იყო ქართულ ბერძნული და ქართულ აზერბაიჯანული ფინალები და არავითარი ქართული ფინალები.
ტტტ
19:03 14-05-2023
2
მართალია საქართველოს არ წარმოადგენდნენ,მაგრამ ეს არაა პირველი ქართული ფინალი. ცირეკიძე-ილიადისი და თუშიშვილი - კოკაური გამოგრჩათ.
ალექს
18:00 14-05-2023
4

სიახლეები პოპულარული