საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ტატალაშვილს არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით ასპარეზობა აუკრძალა

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ქართველი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველი სექტემბრიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით ასპარეზობას აპირებდა, მაგრამ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ამის ნებას არ დართავს.

ძიუდოს ფედერაციამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია სპორტსმენ ნუგზარ ტატალაშვილის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ადასტურებს, რომ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა აღნიშნული სპორტსმენის მათი დროშის ქვეშ გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი მხრიდან ერთმნიშვნელოვნად იქნა ნათქვამი უარი, გამომდინარე იმ დებულებიდან, რომელიც მიღებული აქვს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს 2013 წლის 23 მაისს:

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის დებულება ძიუდოისტთა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლასთან დაკავშირებით


საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს, რომელიც მოისურვებს სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას, მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნაკრები გუნდის წევრად განისაზღვროს სპორტსმენი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე სახელმწიფოს დაფინანსებით. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს 2013 წლის 23 მაისიდან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ შემთხვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ დრომდე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი იტოვებს უფლებას, ინდივიდუალურად განიხილოს საკითხი თითოეულ სპორტსმენთან მიმართებაში.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს ყველა სააგენტოს, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან".

altნუგზარ ტატალაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვფიქრობ ტატალაშვილმა ქართული ძიუდოსთვის თავისი მაქსიმუმი გააკეთა. შარშან ორჯერ დამარცხდა კირაკოზაშვილთან - ამით იმის თქმა მინდა რომ მის წონაში კონკურენციის გამო ტატალაშვილი მეორე კი არადა მესამე და მეოთხე ნომერიც იქნება ნაკრებში. კარიერასაც მალე დაამთავრებს. ვფიქრობ ძიუდოს ფედერაციამ უნდა მადლობა გადაუხადოს, გაუშვას და მისცეს საშუალება ორიოდე კაპიკი იშოვოს.
გიორგი
13:11 14-08-2018
0
ძიუდოს ფედერაციამ იქნებ დაწეროს რამდენია ტატალაშვილის ანაზღაურება?
გიორგი
13:08 14-08-2018
0

სიახლეები პოპულარული