"ენით აუღწერელია, რასაც ვგრძნობ - ეტყობა, არ ვიმსახურებდი ოქროს მედალს"

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალის მოგების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ენით აუღწერელია ის, რასაც ვგრძნობ.

ჩემპიონობისთვის ყველაფერი გავაკეთე, მზად ვიყავი ამ ტურნირისთვის ფიზიკურადაც და - ტაქტიკურადაც. ეტყობა, არ ვიმსახურებდი ოქროს მედალს...

ალბათ იაპონელმა მეტოქემ ჩემზე მეტი იშრომა. სხვას ვერაფერს დავაბრალებ მომხდარს.

ზოგადად კი, შეიძლებოდა უფრო მეტი მედლის მოპოვება ამ ჩემპიონატზე. ბევრი შეხვედრა ჩვენი ძიუდოისტების მონაწილეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, ალბათ მაინც ახალი წესების,
რადგან ეს პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, სადაც ახალი წესები გამოიყენეს.

ასევე კარგი მსაჯობის შემთხვევაში, ვფიქრობ, ზოგ შეხვედრაში მოგება ჩვენს ბიჭებს დარჩებოდათ, მაგრამ...", - გვითხრა ლიპარტელიანმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიპო გულს ნუ გაიტეხ ასე გააგრძელე და ოქროც იქნება.შენ ნამდვილი სპორტსმენი ხარ და აუცილებლად ბევრი წარმატებები გელოდება.ვანდერვალემ 38 წლისამ მოიგო ოლიმპიადა.
ქარველი
17:16 07-09-2017
0
ლიპარტელიანი რომ არ იყოს საერთოდ ჩაიჯვა ქართულმა ძიუდომ. ერთადერთი ნათელი წერტილია ქართულ ძიუდოში რომელიც რეალურ შედეგებს აჩვენებს და ასე თუ ისე ინარჩუნებს ქართული ძიუდოს მიმართ პატივისცემას, მაგრამ როდემდე მარტო?
................
23:41 03-09-2017
1
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული