ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარგიანი 1/4-ფინალში იჭიდავებს

AutoSharing Option
უშანგი მარგიანი ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში იჭიდავებს. 90 კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა 1/16-ფინალში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა. მარგიანმა ვაზარით შეფასებული გდება ორთაბრძოლის დასრულებამდე 13 წამით ადრე შეასრულა.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

1/4-ფინალში მარგიანის მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი იქნება. მათი დაპირისპირება დაახლოებით 16 საათზე დაიწყება.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ღვინიაშვილმა პირველი მეტოქე იოლად დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორჩა კინო:(((...ასეტი უმგვანო წაგებები კარგა ხანია არ მინახავს. მარგიანმა ჭიდაობით მაინც წააგო, აი ღვინიაშვილი კი ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდეს. ოძელაშვილზე კი რა გითხრათ. სირცხვილია ასე გამოვარდნა და ეს სამწვრთნელო შტაბის დანაშაულია შეცდომა კი არა. მარტო ამისთვის უნდა გადადგეს მწვრთნელთა მთელი გუნდი, ვინც დღეს უნგრეთშია. გამართლება ამას არა აქვს.
grisha dedakimovi
16:10 01-09-2017
0

სიახლეები პოპულარული