ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კეინის სერია შეწყდა

AutoSharing Option
გუშინ, ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს, "ჩიკაგომ" 0:3 წააგო "კოლორადოსთან". ამით შეწყდა ჩიკაგოელთა ფორვარდის პატრიკ კეინის შედეგიანი სერია, რომელიც 26 მატჩი გრძელდებოდა. და კეინმა ამასთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვა.

"კარგი სერია იყო, - განაცხადა ჰოკეისტმა NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. - ვერ შევძელი დღეს მისი გაგრძელება. ახლა, შემიძლია მხოლოდ თამაშზე ვიყო კონცენტრირებული. სასიამოვნოა, რომ გარშემო ყველა ამ სერიაზე აღარ ილაპარაკებს. ცოტათი მოსაბეზრებელია, როცა ყოველდღე ერთი და იმავეზე გიწევს ლაპარაკი. მოკლედ, მიხარია, რომ შემიძლია უბრალოდ ჰოკეის თამაში".

კეინის შედეგიანი სერია ყველაზე
გრძელი იყო 1992-93 წლების სეზონის შემდეგ. ჩიკაგოელი 26 შედეგიანი მატჩით რეკორდსმენი გახდა ისტორიაში ამერიკელ მოთამაშეებს შორის.

აილენდერსი-ფლორიდა 1:5
0:0, 1:3, 0:2
გოლები: 0:1 რ. სმიტი-9 (ოლსენი-1, ი. იოკინენი-14), 0:2 ბარკოვი-7, 1:2 ნელსონი-10 (ჟიდლიცკი-8, გრაბოვსკი-10), 1:3 ეკბლადი-7 (პირი-9, ბარკოვი-8), 1:4 ტროჩეკი-9 (ი. იოკინენი-15, რ. სმიტი-8), 1:5 იუბერდო-4 (ბარკოვი-9).

ბაფალო-ნიუ ჯერსი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 სტემპნიაკი-8 (კამალერი-20, ენრიკე-11), 0:2 ტლუსტი-2 (პალმიერი-11).

ფილადელფია-კაროლინა 4:3 (ო)
0:1, 3:1, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 სკინერი-12 (დი ჯუზეპე-2, სლავინი-3), 1:1 ვორაჩეკი-2 (გუდასი-2, კუტურიე-6), 1:2 სკინერი-13 (ჯ. სტაალი-7, პესე-6), 2:2 ბ. შენი-7 (რაფლი-3, გოსტისბეერი-5), 3:2 კუტურიე-4 (ვორაჩეკი-16, რიდი-4), 3:3 სკინერი-14 (დი ჯუზეპე-3, ფოლკი-14), 4:3 გოსტისბეერი-6 (ვორაჩეკი-17).

რეინჯერსი-ედმონტონი 4:2
1:0, 2:2, 1:0
გოლები: 1:0 ცუკარელო-14 (იენდლი-15, რიკ ნეში-13), 1:1 ტ. ჰოლი-15 (დრაისეტლი-18, პურსელი-14), 2:1 მაკლრატი-1 (იენდლი-16, დ. მური-3), 2:2 ებერლე-8 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-15), 3:2 რიკ ნეში-10 (ცუკარელო-13, ბრასარი-13), 4:2 ფასტი-5 (დ. მური-4, სტალბერგი-6).

ტორონტო-ტამპა ბეი 4:5 (ო)
2:1, 1:1, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 კუჩეროვი-12 (ნამესტნიკოვი-7), 1:1 ბოჟაკი-5 (ჯ. ვან რიმსდიკი-10, პარენტო-5), 2:1 ჯ. ვან რიმსდიკი-9 (ბოჟაკი-13, პარენტო-6), 3:1 რაილი-4 (კომაროვი-7), 3:2 სტრალმანი-3 (კუჩეროვი-8), 3:3 ბლუნდენი-1 (გუდრი-1, სასტრი-5), 3:4 მარშესო-4 (კილორნი-8, სასტრი-6), 4:4 ვინიკი-3 (პოლაკი-7, სპალინგი-4), 4:5 ნამესტნიკოვი-6.

მონრეალი-სან ხოსე 1:3
0:1, 1:2, 0:0
გოლები: 0:1 მარლო-12 (ჯ. უორდი-13, ჯ. ბრაუნი-9), 0:2 პაველსკი-14 (ჯ. ბრაუნი-10), 0:3 ზუბრუსი-1 (პაველსკი-14, ჯ. ტორნტონი-13), 1:3 ვაისი-10 (საბენი-21, ბოლიო-9).

მინესოტა-ვანკუვერი 6:2
2:0, 4:1, 0:1
გოლები: 1:0 ვანეკი-11 (პარიზე-7, პომინვილი-14), 2:0 ცუკერი-7 (ვანეკი-10, მ. კოივუ-17), 3:0 პარიზე-10 (მ. კოივუ-18, ვანეკი-11), 3:1 ჰანსენი-9 (ჰ. სედინი-21), 4:1 მ. კოივუ-6 (ვანეკი-12, პროსერი-2), 5:1 რ. სუტერი-5 (პარიზე-8, მ. კოივუ-19), 6:1 სკანდელა4 (დუმბა-4, ნიდერაიტერი-5), 6:2 დ. სედინი-14 (ჰ. სედინი-22).

ნეშვილი-კალგარი 1:2 (ო)
1:0, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ჰოჯსონი-3 (ბულიტი), 1:1 ბროდი-4 (ბენეტი-9, რასელი-8), 1:2 რასელი-2 (გოდრო-20, დ. ჰემილტონი-7).

ვინიპეგი-სტ. ლუისი 3:4
1:0, 2:2, 0:2
გოლები: 1:0 შაიფელი-12 (მიერსი-7, მ. პერო-20), 1:1 ბროუერი-6 (ბეკსი-10, ბოუმისტერი-7), 2:1 ტორნბურნი-5 (ველერი-19, მიერსი-8), 3:1 სტეფორდი-11 (მ. პერო-21, შაიფელი-9), 3:2 სტინი-11 (შატენკირკი-14, ტარასენკო-12), 3:3 ტარასენკო-19 (შატენკირკი-5, სტინი-17), 3:4 შჩასტნი-3 (ტარასენკო-13, სტინი-18).

დალასი-კოლამბუსი 5:1
1:0, 3:1, 1:0
გოლები: 1:0 ოდუია-3, 1:1 ჰარტნელი-13 (ვენბერგი-6, ნ. ფოლინო-13), 2:1 გოლიგოსკი-3 (ჰემსკი-9, ნიჩუშკინი-9), 3:1 სეგუინი-16 (კლინგბერგი-26, ლეჰტონენი-3), 4:1 სეგუინი-17 (ჯეიმი ბენი-21, იკინი-8), 5:1 იანმარკი-7.

ჩიკაგო-კოლორადო 0:3
0:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 დუშენი-16 (ლანდესკოგი-16, მაკინონი-17), 0:2 რედმონდი-1 (კომო-8, ბოშემენი-14), 0:3 ლანდესკოგი-8 (მაკინონი-18, ბერი-16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული