ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კროსბი "ადიდასის" სახეა

AutoSharing Option
კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა, "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდმა სიდნი კროსბიმ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია "ადიდასთან".

"კროსბი ლიდერია ყინულზე, ფანების საყვარელი მოთამაშე და უბრალოდ, კარგი ბიჭია. როცა ასეთი სპორტსმენები ცდილობენ შეერწყან ბრენდს, ეს ბევრს ნიშნავს. ახლა, სერიოზული ცვლილებების დროა და ამაყები ვართ იმით, რომ სიდნი ამ პროცესის ნაწილი გახდება", - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკაში "ადიდასის" წარმომადგენლობის პრეზიდენტმა მარკ კინგმა.

სტენლის თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ორი ოქროს მფლობელი შეუერთდება გერმანულ კომპანიას, რათა მხარეებმა გააერთიანონ ძალისხმევა ჰოკეის ეკიპირების შექმნაზე.

ასევე "პინგვინზის" ცენტრფორვარდი მნიშვნელოვან
როლს ითამაშებს კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში.

ოტავა-მონრეალი 1:3
0:2, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 პლეკანეცი-2 (პასიორეტი-2, გალაჰერი-2), 0:2 პლეკანეცი-3, 1:2 პაგო-1, 1:3 ტ. მიტჩელი-1 (საბენი-4, მარკოვი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული