ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ბოსტონის" ფორვარდმა ბრედ მარშანმა. მის ანგარიშზე სამ თამაშში 9 ქულა (5+4) იყო. ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა საუკეთესო მატჩი "ვანკუვერის" (6:3) წინააღმდეგ ჩაატარა, როცა კარიერაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამას ერთი საგოლე პასი დაუმატა.

კვირის მეორე ვარსკვლავია "პიტსბურგის" ფორვარდი სიდნი კროსბი, რომელიც ლიგის ლიდერი იყო 6 გოლით. მარშანის მსგავსად, კანადელმაც შეძლო ერთ მატჩში სამი გოლის გატანა - კარიერაში მეათე ჰეთ-თრიკი შეასრულა "ფლორიდასთან" თამაშში. კროსბი 40 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორია.

გასული შვიდი დღის მესამე ვარსკვლავი გახდა "კალგარის" მეკარე ბრაიან ელიოტი. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ თამაშში 1.95 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 92.6 პროცენტი მოიგერია.

დეტროიტი-ბაფალო 1:2
0:1, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 აიკელი-21 (რ. ო'რაილი-31, რისტოლაინენი-39), 0:2 მოულსონი-14 (ტ. ენისი-6, მაკეიბი-16), 1:2 ტატარი-21 (მაიკ გრინი-21, ზეტერბერგი-45).

ტორონტო-ბოსტონი 4:2
1:1, 0:0, 3:1
გოლები: 0:1 ბეკსი-16 (მარშანი-43), 1:1 რაილი-6 (მარნერი-39, ჯ. ვან რიმსდიკი-31), 2:1 ბოზაკი-17 (ჯ. ვან რიმსდიკი-32, ზაიცევი-27), 3:1 ნიულანდერი-19 (მეტიუსი-25), 4:1 კადრი-29 (კ. ბრაუნი-14, პოლაკი-4), 4:2 დ. მური-11 (აჩიარი-3).

ნეშვილი-არიზონა 3:1
0:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 არვიდსონი-27, 2:0 ელისი-13 (კ. სმიტი-10, იოზი-33), 3:0 ელისი-14 (კ. სმიტი-11, ფიშერი-24), 3:1 ეკმან-ლარსონი-11 (დვორჟაკი-16, დუკლე-8).

დალასი-სან ხოსე 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლი: 1:0 მაკენზი-5 (კრაკნელი-5, ჰუდლერი-8).

ედმონტონი-ლოს ანჯელესი 2:0
2:0, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 მარუნი-25 (მაკდევიდი-56, დრაიზაიტლი-40), 2:0 ლუჩიჩი-17 (მაკდევიდი-57, დრაიზაიტლი-41).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული