რუს ჰოკეისტს ამერიკიდან აძევებენ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კინგზის" რუსი მცველისთვის ვიაჩესლავ ვოინოვისთვის, როგორც ჩანს დასრულდა სათამაშო კარიერა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. ჰოკეისტი თავისი საქმის მოსმენას ელოდება იმიგრაციულ სასამართლოში.

პროცესის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ვოინოვის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მას უარს ეუბნებიან თავდებით გამოშვებაზე. ვოინოვს ამერიკის შეერთებული შტატებიან დეპორტაცია ემუქრება.

"ნამდვილად არავის შეშურდება იმ ადამიანის, რომელიც ასეთი დანაშაულით უნდა წარსდგეს იმიგრაციული სასამართლოს წინაშე. ის ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება", - განაცხადა ადვოკატმა ტედი ჩედვიკმა.

ვოინოვი 2014 წლის 20 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილი. ეს მას
შემდეგ მოხდა, რაც საავადმყოფოს მიმართა ჰოკეისტის მეუღლემ მართა ვარლამოვამ. მას სხეულზე მრავალრიცხოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვოინოვმა მთლიანად გამოტოვა ჰოკეის ეროვნული ლიგის შარშანდელი სეზონი დისკვალიფიკაციის გამო, რომელიც მას ლიგამ დაუწესა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული