ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი: კროსბი მსოფლიოზე მიდის

AutoSharing Option
ვებგვერდმა Hockey Canada-მ დაადასტურა მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადური ჰოკეის უპირველესი ვარსკვლავის, სიდნი კროსბის თამაში.

კროსბის გამგზავრება პლანეტის პირველობაზე შესაძლებელი გახდა "პიტსბურგ პინგვინზის" სტენლის თასიდან გამოვარდნის შემდეგ. "პინგვინებმა" 1:4 წააგეს სერია "ნიუ იორკ რეინჯერსთან".

სიდნი კროსბის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთხელ უთამაშია - 2006 წელს. მაშინ ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 16 ქულით (8 გოლი+8 შედეგიანი პასი), მაგრამ მედალი ვერ მოიპოვა.

წლევანდელი ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, "პიტსბურგის" კაპიტანი ე. წ. სამმაგი კლუბის წევრი გახდება, რადგან კარიერაში მოგებული აქვს სტენლის თასი (2009) და ოლიმპიადის ოქრო (2010,
2014).

NHL. პლეი ოფი
აღმოსავლეთი
ოტავა-მონრეალი 0:2
0:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 გალაჰერი-1 (პატერინი-2, პლეკანეცი-2), 0:2 პასიორეტი-2 (საბენი-3).
სერია: 2-4

დასავლეთი
მინესოტა-სტ. ლუისი 4:1
1:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 პარიზე-2 (კუკი-1), 2:0 ფონტენი-1 (სკანდელა-1), 2:1 ოში-1 (შატენკირკი-8, პიეტრანჯელო-2), 3:1 პარიზე-3 (პომინვილი-3, მიკაელ გრანლუნდი-4), 4:1 ნიდერაიტერი-3 (მ. კოივუ-2).
სერია: 4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული