NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ნაკერები სიდნი კროსბისგან

AutoSharing Option
უცნაური ამბავი მოხდა გუშინ "პიტსბურგისა" და "სან ხოსეს" შეხვედრაში. თამაშის მსვლელობისას თავში მოხვდა შაიბა ტელეარხ NBC-ის კომენტატორს, ბრაიან ენგბლომს.

ინციდენტი მეორე პერიოდში მოხდა. "პიტსბურგის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ მეტოქის გადაცემის ჩაჭრა სცადა და სწორედ მისი ყვანჯისგან შაიბა ენგბლომს შუბლში მოხვდა. კომენტატორი გუნდების სათადარიგოთა სკამებს შორის იდგა.

ენგბლომს სამედიცინო შემოწმება დასჭირდა. ექიმებმა მას რამდენიმე ნაკერი დაადეს და მესამე პერიოდში კომენტატორი თავის საქმეს დაუბრუნდა. მატჩის შემდეგ დაზარალებულმა კროსბისგან მცირე ინტერვიუც აიღო, რომელშიც განვლილი მატჩი განიხილეს და მომხარი ინციდენტის გამო იხუმრეს.

* * *
- "ნიუ იორკ რეინჯერსის" ფორვარდმა მარტინ სან ლუიმ ვარჯიში განაახლა და მალე ჩადგება მწყობრში ფეხის ტრავმის შემდეგ.

- "ნიუ ჯერსი დევილზის" ფორვარდმა სკოტ გომესმა მე-600 მატჩი ჩაატარა "ეშმაკების" შემადგენლობაში.

- "კაროლინა ჰარიკეინზის" ცენტრმა ჯორდან სტაალმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მე-600 შეხვედრა ჩაატარა.

რეინჯერსი-ვაშინგტონი 2:5
2:1, 0:1, 0:3
გოლები: 0:1 ოვეჩკინი-48 (ჯ. უორდი-15, ჯ. კარლსონი-37), 1:1 ჰეიესი-15, 2:1 ბრასარი-16 (ცუკარელო-33, მაკდონაჰი-19), 2:2 ოვეჩკინი-49 (ბექსტრიომი-55, ნისკანენი-25), 2:3 ჩიმერა-6 (ფერი-12, ლეიჩი-12), 2:4 ჩიმერა-7 (ლეიჩი-13, ფერი-13), 2:5 მ. იოჰანსონი-18 (ბროუერი-19, ორპიკი-17).

კაროლინა-ბოსტონი 1:2 (ო)
0:1, 1:0, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 სპუნერი-7 (პასტრნაკი-15, მაკუეიდი-6), 1:1 გერბე-8 (ტერი-7, ბიეგა-2), 1:2 პასტრნაკი-10 (სოდერბერგი-29, კრუგი-25).

აილენდერსი-დეტროიტი 5:4
3:3, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 ტატარი-28 (დეკეისერი-26), 0:2 დ. მილერი-5 (იურკო-15, გლენდენინგი-5), 1:2 ნელსონი-19 (ვიშნოვსკი-12, ჰამონიკი-26), 2:2 სტროუმი-16 (ტავარესი-41), 3:2 ოკსოპო-16 (ტავარესი-42, ლედი-20), 3:3 კრონვალი-9 (დაციუკი-36), 4:3 ნილსენი-14 (ტავარესი-43, ლედი-21), 5:3 კლატერბეკი-7, 5:4 დაციუკი-24 (ტატარი-26, ჟიდლიცკი-25).

ოტავა-ფლორიდა 2:4
0:0, 0:2, 2:2
გოლები: 0:1 იაგრი-14 (იუბერდო-35, კულიკოვი-17), 0:2 ი. იოკინენი-8 (ბოლანდი-16, ბ. კემპბელი-22), 1:2 ე. კარლსონი-20 (სტოუნი-34, ტარისი-33), 1:3 იაგრი-15 (იუბერდო-36), 2:3 პაგო-7 (ჰოფმანი-21, სესი-17), 2:4 ბოლანდი-5 (ვ. მიტჩელი-4).

ნეშვილი-კალგარი 2:5
1:2, 0:2, 1:1
გოლები: 1:0 იოსი-15 (სანტორელი-20, იარნკროკი-11), 1:1 ბუმა-15 (ბაკლუნდი-17), 1:2 რასელი-4 (მონეჰანი-28, ჰუდლერი-40), 1:3 ფერლანდი-1 (შორი-2, სტაიანი-9), 1:4 ჰუდლერი-28 (ენგელანდი-8), 2:4 ს. ჯონსონი-7 (რიბეირო-45, იოსი-40), 2:5 ბუმა-16 (ჰუდლერი-41, ენგელანდი-9).

ნიუ ჯერსი-ანაჰაიმი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 კესლერი-20 (ვიშნიევსკი-26), 0:2 ბოშემენი-10 (პალმიერი-15, ფლიშმანი-17), 1:2 ზუბრუსი-4 (ენდი გრინი-18, ელიაში-21).

პიტსბურგი-სან ხოსე 3:2 (ბ)
2:0, 0:2, 0:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ჰორნკვისტი-24 (ვინიკი-23, ი. კოული-7), 2:0 კუნიტცი-17 (კროსბი-54, პულიო-5), 2:1 ბ. სმიტი-7 (ჯ. ბრაუნი-22, გუდროუ-8), 2:2 კუტური-25 (მარლო-36, ბერნსი-40).
ბულიტები გაიტანეს: პერონი (პიტსბურგი), კროსბი (პიტსბურგი).

ვინიპეგი-ჩიკაგო 3:4
0:1, 3:1, 0:2
გოლები: 0:1 შოუ-14 (საადი-26, კიტი-35), 1:1 ბაფლინი-17, 2:1 ველერი-25 (მიერსი-19, ლედი-36), 2:2 ბ. რიჩარდსი-12 (ოდუია-7, ვერმეტი-25), 3:2 ბაფლინი-18 (ლედი-37, სტეფორდი-25), 3:3 შარპი-14, 3:4 ტეივზი-25 (ჰიალმარსონი-15, მარიან ჰოსა-34).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული