NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი - პაველეცი, ტარისი, ბიშოპი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ვინიპეგ ჯეტსის" მეკარე ონდრჟეი პაველეცი დაასახელა. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. პაველეცი საშუალოდ მატჩში 0.97 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.0 პროცენტს იგერიებდა. ჩეხმა გოლკიპერმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ვაშინგტონთან" მატჩში (3:0) - 28 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-13 "შათაუტი" შეასრულა.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ტამპა ბეის" ფორვარდი კაილ ტარისი. მან გასულ კვირას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ტამპა
ბეის" მეკარემ, ბენ ბიშოპმა. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. ბიშოპი საშუალოდ მატჩში 2.00 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 93.5 პროცენტს იგერიებდა.

კაროლინა-ჩიკაგო 1:3
0:2, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 შოუ-11 (კრუგერი-9, შარპი-25), 0:2 შარპი-13 (მარიან ჰოსა-33, ჰიალმარსონი-14), 1:2 რასკი-11 (ე. სტაალი-25, ლაილსი-16), 1:3 შოუ-12 (ნორდსტრიომი-3, ტეივზი-37).

ნიუ ჯერსი-ლოს ანჯელესი 1:3
0:2, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 სეკერა-3 (კოპიტარი-41, გაბორიკი-18), 0:2 ტოფოლი-21 (გაბორიკი-19, კოპიტარი-42), 1:2 გომესი-7 (გელინასი-11, სევერსონი-12), 1:3 კოპიტარი-15 (მუზინი-28, ჯასტინ ჯილიამსი-19).

ოტავა-სან ხოსე 5:2
1:0, 0:2, 4:0
გოლები: 1:0 ზიბანეჯადი-18 (ჰოფმანი-19, რაიანი-33), 1:1 პაველსკი-35 (ბერნსი-37, მარლო-34), 1:2 ტირნი-3 (უინგელსი-18, ნიეტო-16), 2:2 ზიბანეჯადი-19 (რაიანი-34, ჰოფმანი-20), 3:2 ჩიასონი-11 (სტოუნი-33, სესი-16), 4:2 პაგო-6 (ე. კარლსონი-40), 5:2 ჰოფმანი-26 (ლეგუანდი-17, რაიანი-35).

ტორონტო-მინესოტა 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 კოილი-11 (ვანეკი-30), 0:2 ვანეკი-19 (რ. სატერი-34, ფონტენი-19), 1:2 გარდინერი-4 (ლუპული-11).

დალასი-ბაფალო 4:3
1:1, 0:1, 3:1
გოლები: 0:1 ბ. ჯონტა-8 (მ. ფოლინო-9, გრიგორენკო-2), 1:1 ჯეიმი ბენი-25 (ივსი-10, ნემეტი-2), 1:2 ბ. ჯონტა-9 (მოულსონი-25, ი. ლარსონი-6), 2:2 ჯეიმი ბენი-26 (გოლიგოსკი-30), 2:3 მოულსონი-12 (ენისი-22), 3:3 ივსი-10 (სეგუინი-32, ჯეიმი ბენი-44), 4:3 იკინი-17 (კლინგბერგი-27, ჰემსკი-21).

კალგარი-კოლორადო 3:2
2:1, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 დ. ჯონსი-13 (ბუმა-16, მარკუს გრანლუნდი-9), 1:1 ტანგეი-20 (ლანდესკოგი-30, რ. ო'რაილი-32), 2:1 ჰუდლერი-27 (ვიდემანი-34, მონეჰანი-26), 2:2 ბუმა-14 (ბროდი-29, დ. ჯონსი-15), 3:2 ლანდესკოგი-21 (რ. ო'რაილი-33, რედმონდი-11).

ედმონტონი-ვინიპეგი 1:4
0:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 სტეფორდი-16, 0:2 სტემპნიაკი-11 (სლეიტერი-6, ტლუსტი-14), 0:3 მიერსი-7 (ენსტრიომი-18), 1:3 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-23 (ტ. ჰოლი-21, კლეფბომი-14), 1:4 ფროლიკი-17 (ლედი-34, ჰარისონი-6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული