NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ნაკლები ბულიტები

AutoSharing Option
მარტში ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაიმართება NHL-ის კლუბების გენერალური მენეჯერების შეხვედრა. ძირითადი თემა უნდა გახდეს ოვერტაიმების სავარაუდო რეფორმა და ვიდეოგამეორებების რაოდენობის გაზრდა, - იტყობინება ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

გენერალური მენეჯერების სურვილია - შემცირდეს ისეთი მატჩების რიცხვი, რომლებიც ბულიტების სერიებით სრულდება. ამასთან დაკავშირებით, ისინი წინადადებით გამოდიან - გაიზარდოს დამატებითი დროის ხანგრძლივობა 7 წუთამდე და დროის გარკვეული მონაკვეთი სამი-სამზე ფორმატით თამაში ჩატარდეს.

ასეთი ფორმატი უკვე მოქმედებს ამერიკის ჰოკეის ლიგაში (AHL) და იქ ბულიტების სერიით დასრულებული მატჩების რიცხვი 65-დან 23 პროცენტამდე შემცირდა. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში
კი ამ მომენტისთვის ძირითად დროში ფრედ დასრულებული მატჩების 57 პროცენტში გამარჯვებული ბულიტების სერიაში ვლინდება.

თუ გენერალური მენეჯერები ოვერტაიმის ახალ ფორმატს უყრიან კენჭს, შემდეგ ეს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა.

ასევე, შეხვედრაზე იმსჯელებენ ვიდეოგამეორებების რაოდენობის გაზრდაზე. აქ გამახვილებული იქნება ყურადღება ეპიზოდებზე, როცა გოლები მეკარეზე თავდასხმის შემდეგ გადის.

რეინჯერსი-ფლორიდა 2:1
1:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 შეპარდი-6 (მური-14, ჰანვიკი-9), 2:0 ჰანვიკი-1 (მური-15, ფასტი-7), 2:1 პირი-15 (ბიუგსტადი-18).

კოლამბუსი-კაროლინა 2:3
1:0, 1:3, 0:0
გოლები: 1:0 ნ. ფოლინო-25 (რ. იოჰანსენი-36), 1:1 ფოლკი-14 (პასკი-17, ნეშტრატილი-12), 1:2 ჰეინსი-2 (ტერი-6, ნეშტრატილი-13), 2:2 ჰარტნელი-21 (დანო-6, ბობროვსკი-2), 2:3 მელოუნი-7 (ბელემორი-8, დუაიერი-7).

დალასი-სტ. ლუისი 0:3
0:0, 0:0, 0:3
გოლები: 0:1 ტარასენკო-34 (შჩასტნი-27, პიეტრანჯელო-31), 0:2 სტინი-20 (პიეტრანჯელო-32, ოში-29), 0:3 ოში-19 (ბეკსი-25, სტინი-37).

ოტავა-ფილადელფია 2:1 (ბ)
0:0, 1:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 პაგო-4 (ბოროვიცკი-9, კონდრა-10), 1:1 ვორაჩეკი-21.
ბულიტები გაიტანეს: რაიანი (ოტავა).

პიტსბურგი-დეტროიტი 1:5
0:2, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 შიჰენი-12 (ჟიდლიცკი-22, ბ. სმიტი-8), 0:2 პულკინენი-4 (კრონვალი-31, ჟიდლიცკი-23), 0:3 ჟიდლიცკი-7 (ზეტერბერგი-43, დაციუკი-35), 0:4 ზეტერბერგი-16 (ნიკუისტი-26), 0:5 პულკინენი-5 (დეკეისერი-23, შიჰენი-21), 1:5 პერონი-17 (კროსბი-48, ჰორნკვისტი-22).

ვაშინგტონი-ბოსტონი 2:0
1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ჯ. კარლსონი-11 (ბექსტრიომი-52, ბროუერი-18), 2:0 შმიდტი-1 (ტ. უილსონი-12, ბექსტრიომი-53).

ანაჰაიმი-ნეშვილი 4:2
0:0, 0:2, 4:0
გოლები: 0:1 ბეკი-6 (გ. ბურკი-7), 0:2 იოსი-12 (შ. უებერი-29, ფორსბერგი-33), 1:2 გეტცლაფი-23 (პერი-19, მარუნი-22), 2:2 პალმიერი-13 (ლინდჰოლმი-24, ბოშემენი-11), 3:2 ნ. ტომპსონი-4 (სილფვერბერგი-23, ლინდჰოლმი-25), 4:2 ფაულერი-7 (მარუნი-23, ვიშნიევსკი-22).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული