NHL. რეგულარული ჩემპიონატი: პირველი ვარსკვლავი ირჟი ჰუდლერია

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "კალგარი ფლეიმზის" ფორვარდი ირჟი ჰუდლერი დაასახელა.

ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ჩეხის მონაგარი იყო ოთხი გოლი (ლიგაში საუკეთესო) და ოთხი შედეგიანი პასი. ჰუდლერმა კარიერაში პირველად დააგროვა ზედიზედ ოთხ მატჩში მინიმუმ ერთი ქულა.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "კოლორადო ეველანშის" მეკარე სემიონ ვარლამოვი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. რუსი საშუალოდ მატჩში 0.69 გოლს უშვებდა და მეტოქეთა
დარტყმების 98.1 პროცენტს იგერიებდა. ვარლამოვმა საუკეთესო თამაში "კოლამბუსთან" აჩვენა, როცა 44 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-18 შათაუტი შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ნიუ იორკ რეინჯერსის" მეკარემ, კემ ტელბოტმა. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი მოიგო. ტელბოტი საშუალოდ 0.99 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 96.5 პროცენტს იგერიებდა. ნიუიორკელთა კარის დარაჯმა "ჩიკაგოსთან" მატჩში 29 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეხუთე შათაუტი შეასრულა.

ტორონტო-აილენდერსი 3:4
1:0, 1:0, 1:3, 0:1
გოლები: 1:0 ბუტი-4 (გარდინერი-16), 2:0 ჰოლანდი-11 (პანიკი-5, ვან რიმსდიკი-25), 2:1 ტაილერ კენედი-5 (ტავარესი-39, ბეილი-21), 3:1 ვან რიმსდიკი-23, 3:2 ნილსენი-12 (ლი-15, ბეილი-22), 3:3 სიზიკასი-7 (ჰამონიკი-22), 3:4 ტავარესი-33 (ტაილერ კენედი-6, ჰამონიკი-23).

დეტროიტი-ედმონტონი 5:2
0:1, 2:0, 3:1
გოლები: 0:1 კლინკჰამერი-5 (ჰენდრიქსი-8, გორდონი-6), 1:1 კრონვალი-8 (ე. კოული-18, ზეტერბერგი-39), 2:1 შიჰენი-11 (ნიკუისტი-24, პულკინენი-1), 3:1 პულკინენი-3 (დაციუკი-33), 3:2 იაკუპოვი-10 (შულცი-20, ებერლე-32), 4:2 აბდელკადერი-17 (შიჰენი-20, ზეტერბერგი-40), 5:2 დაციუკი-23 (ზეტერბერგი-41).

ვანკუვერი-ანაჰაიმი 2:1
1:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 ჰორვატი-11 (ჰანსენი-16, დორსეტი-14), 1:1 იტემი-5 (ნ. ტომპსონი-12, ფაულერი-23), 2:1 კასიანი-10 (ჰამჰუისი-17).

არიზონა-ნეშვილი 1:2
0:0, 0:1, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 გოსტადი-3 (ბეკი-7), 1:1 ჩიპჩურა-4 (ჯ. მური-6, ეკმან-ლარსონი-16), 1:2 ჯ. ნილი-22 (ს. ჯონსი-17, ფრანსონი-29).

სან ხოსე-პიტსბურგი 2:1 (ბ)
1:0, 0:0, 0:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ნიეტო-7 (ტირნი-7, ბ. სმიტი-6), 1:1 კროსბი-22 (პერონი-22, ლეტანგი-41).
ბულიტები გაიტანეს: მ. კარლსონი (სან ხოსე), ლეტანგი (პიტსბურგი), უინგელსი (სან ხოსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული