NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ოტავა სენატორზის" მეკარე ენდრიუ ჰემონდი დაასახელა. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. კუიკი საშუალოდ მატჩში 0.67 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.8 პროცენტს იგერიებდა. ჰემონდმა გასულ კვირას ზედიზედ ორი "შათაუტი" შეასრულა, თანაც ორივე სტუმრად, რაც აქამდე NHL-ის ისტორიაში ერთხელ მოხდა.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "მონრეალ კანადიენსის" ფორვარდი პი კეი საბენი. მან გასულ კვირას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "პიტსბურგ პინგვინგზის"
ფორვარდმა ევგენი მალკინმა, რომლის ანგარიშზეც ორ მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი იყო.

რეინჯერსი-ნეშვილი 4:1
1:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 მ. სტაალი-5 (ცუკარელო-24, ბრასარი-36), 2:0 კრაიდერი-17 (ცუკარელო-25, ბრასარი-37), 2:1 კულენი-7 (ბეკი-6, სანტორელი-19), 3:1 დ. მური-6 (ჟირარდი-15, გლასი-3), 4:1 რიკ ნეში-38 (კლაინი-17).

ჩიკაგო-კაროლინა 5:2
1:0, 3:0, 1:2
გოლები: 1:0 ტეივზი-20 (როჟსივალი-8, ჰიალმარსონი-11), 2:0 ტეივზი-21 (კიტი-30), 3:0 საადი-20, 4:0 კრუგერი-6 (შოუ-8), 4:1 ლაილსი-2 (ნეშტრატილი-11, გერბე-16), 5:1 მარიან ჰოსა-18 (ტეივზი-32, როჟსივალი-9), 5:2 სიომინი-3 (ე. სტაალი-20, მაკლემანი-13).

სან ხოსე-მონრეალი 4:0
2:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ბ. სმიტი-6 (ჰერტლი-15, ვლასიჩი-12), 2:0 პაველსკი-32 (ბერნსი-31, ჯ. ტორნტონი-41), 3:0 ირვინი-7 (უინგელსი-16, ბ. სმიტი-5), 4:0 მარლო-15 (პაველსკი-27, კუტური-33).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული