NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" ფორვარდი მარიან ჰოსა დაასახელა. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა, სლოვაკის მონაგარი იყო ხუთი გოლი და ერთი შედეგიანი პასი.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ლოს ანჯელეს კინგზის" ფორვარდი ტაილერ ტოფოლი. მან გასულ კვირას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. ტოფოლიმ "კალგარისთან" 5:3 მოგებულ მატჩში კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ნეშვილ პრედატორზის" მეკარემ პეკა რინემ. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა
მოიგო. რინე საშუალოდ მატჩში 1.30 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.4 პროცენტს იგერიებდა.

* * *
ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილი მოთამაშე სტივ მონტადორი ორშაბათს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იტყობინება CBC.

ჰოკეისტი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისიპიში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოასწრეს. სიკვდილის მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ 2012 წლის მარტში მონტადორმა ტვინის შერყევა მიიღო და ერთი წლის განმავლობაში აღდგენით კურსს გადიოდა. ჟურნალისტებთან საუბარში ჰოკეისტი აღიარებდა, რომ მუდმივ დეპრესიაში იყო ტრავმის გამო.

მონტადორმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 571 მატჩი ჩაატარა სხვადასხვა კლუბში, მან შორის, "კალგარიში", "ფლორიდაში", "ანაჰაიმში", "ბოსტონსა" და "ბაფალოში".

აილენდერსი-რეინჯერსი 5:6
1:1, 2:2, 2:3
გოლები: 1:0 ტავარესი-27, 2:0 ნილსენი-11 (ჰამონიკი-17, გრაბოვსკი-10), 2:1 მაკდონაჰი-6 (ჟირარდი-12, სტემპნიაკი-9), 3:1 ბოიჩაკი-5, 3:2 კრაიდერი-14 (სტეპანი-28, დ. ბოილი-6), 3:3 მაკდონაჰი-7 (ჯ-ტ. მილერი-7), 4:3 სტროუმი-11 (ნელსონი-18, ჰამონიკი-18), 5:3 სტროუმი-12 (ნილსენი-22), 5:4 სტეპანი-10 (კრაიდერი-17, კლაინი-16), 5:5 სან ლუი-15 (სტეპანი-29, მ. სტაალი-10), 5:6 კლაინი-9 (სან ლუი-25, ბრასარი-31).

ოტავა-კაროლინა 3:6
1:1, 2:3, 0:2
გოლები: 0:1 ნეშტრატილი-4 (გერბე-14), 1:1 კონდრა-6 (ე. კარლსონი-28, პრინსი-1), 1:2 სკინერი-13 (რაილი ნეში-14, სეკერა-17), 2:2 ჰოფმანი-20 (ზიბანეჯადი-15, ე. კარლსონი-29), 2:3 გერბე-6 (ნეშტრატილი-5, ჯორდანი-2), 3:3 სესი-5 (ზიბანეჯადი-16, რაიანი-28), 3:4 მაკლემანი-3 (მელოუნი-4, დუაიერი-6), 3:5 ჯორდანი-1 (ლინდჰოლმი-14, ფოლკი-25), 3:6 ტერი-7 (ჰეინსი-6, ნეშტრატილი-6).

დეტროიტი-მონრეალი 0:2
0:0, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 პლეკანეცი-17 (ვაიზი-14, პასიორეტი-22), 0:2 პასიორეტი-26 (პლეკანეცი-23, საბენი-29).

ვინიპეგი-ედმონტონი 5:4 (ბ)
1:2, 1:0, 2:2, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ლიტლი-22 (ენსტრიომი-13, ველერი-27), 1:1 იაკუპოვი-7 (როი-15, ფერენსი-9), 1:2 ლანდერი-4 (ებერლე-23, შულცი-18), 2:2 ლიტლი-23 (ჩიაროტი-6), 2:3 ნიუჯენტი-ჰოპკინსი-15 (პეტრი-11, ებერლე-24), 3:3 მიერსი-5 (ენსტრიომი-14, ტორნბურნი-4), 3:4 იაკუპოვი-8 (პულიო-7, პაკარინენი-2), 4:4 ლედი-20 (ველერი-28, ლიტლი-26).
ბულიტები გაიტანეს: ველერი (ვინიპეგი).

კოლორადო-არიზონა 5:2
3:1, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 მაკლეოდი-5 (კერი-1, ჰეიდა-8), 2:0 დუშენი-15 (იგინლა-21, რედმონდი-8), 2:1 ეკმან-ლარსონი-17 (ლესიო-3, ჩიპჩურა-8), 3:1 ჰოლდენი-5 (რედმონდი-9, დუშენი-22), 4:1 ბერი-7 (იგინლა-22, ტალბო-10), 5:1 ლანდესკოგი-13 (რ. ო'რაილი-21, მაკინონი-23), 5:2 არკობელო-10 (სტოუნი-11, მარტინოკი-1).

კალგარი-ბოსტონი 4:3 (ო)
0:2, 1:1, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 მარჩანდი-16 (პ. ბერჟერონი-22), 0:2 ხარა-4 (დ. ჰემილტონი-21, პასტრნაკი-4), 0:3 კრუგი-11 (რ. სმიტი-18, მილერი-5), 1:3 დ. ჯონსი-11 (ბეკლუნდი-9, ჯორდანო-34), 2:3 ჰუდლერი-17 (მონეჰანი-18, ბირონი-12), 3:3 ჰუდლერი-18 (ჯორდანო-35, გოდრო-28), 4:3 ბროდი-9 (ჯორდანო-36, მონეჰანი-19).

ვანკუვერი-მინესოტა 3:2
0:1, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 ნიდერაიტერი-17 (შრიოდერი-1, ბროდინი-6), 1:1 ჰ. სედინი-10 (Assists: დ. სედინი-34, ბაროუზი-13), 2:1 ჰორვატი-7 (ჰანსენი-10, სბისა-5), 3:1 ბიეგა-1 (ჰ. სედინი-38, ჰიგინსი-19), 3:2 ნიდერაიტერი-18 (შრიოდერი-2).

ლოს ანჯელესი-ტამპა ბეი 3:2
0:1, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 ნესტეროვი-1 (პალატი-30), 1:1 კოპიტარი-12 (ტ. ლუისი-7, მაკნაბი-17), 2:1 ნოლანი-4 (დ. კინგი-9, შორი-2), 3:1 ჯ. კარტერი-16 (დაუტი-28, დ. კინგი-10), 3:2 ტ. ჯონსონი-21 (კუჩეროვი-29, ჰედმანი-19).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული