სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ავსტრიის პირველი ოქრო

AutoSharing Option
შლადმნიგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ოთხი კომპლექტი დარჩა გასათამაშებელი: მამაკაცები და ქალები გიგანტურ და სპეციალურ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მანამდე კი გაიმართა გუნდური პირველობა, რომელშიც ქალებისა და კაცებისგან შემდგარი ნაკრებები ერთმანეთს პარალელურ სლალომში ეპაექრებოდნენ.

ისევე, როგორც ანალოგიურ ინდივიდუალურ დისციპლინაში, აქაც შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. ფინალში გააღწიეს ავსტრიამ და შვედეთმა. გადამწყვეტ დუელში ბრძოლა არ შედგა. მარსელ ჰირშერმა, ფილიპ შიორგჰოფერმა, მიხაელა კირხგასერმა და ნიკოლ ჰოსპმა მოიგეს თავიანთი დაშვებები, 4:0 გაიმარჯვეს და ავსტრიას წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოუტანეს.

ეს სახეობა 2005 წელს შეიტანეს მსოფლიოს
ჩემპიონატის პროგრამაში და ეს ავსტრიის მეორე გამარჯვება იყო (პირველი 2007 წლით თარიღდება). რაც შეეხება წინა ჩემპიონატის გამარჯვებულს - საფრანგეთის ნაკრებს, მან მეოთხედფინალი წააგო გერმანიასთან. ამ უკანასკნელმა მე-3 ადგილისთვის შეხვედრა მოუგო კანადას.

გუნდური
1. ავსტრია (ჰოსპი/კირხგასერი/ტალმანი/ჰირშერი/მატისი/შიორგჰოფერი); 2. შვედეთი (ეკლუნდი/ჰანსდოტერი/პიეტილაე-ჰოლმნერი/ბიგმარკი/ჰარგინი/მიურერი); 3. გერმანია (დუერი/რიში/ჰრონეკი/დოპფერი/ლუიტცი/ნოიროიტერი)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლიგეტის მეორე ოქრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული