ბიატლონის ლეგენდა მოღალატე ყოფილა

AutoSharing Option
ლეგენდარული ნორვეგიელი ბიატლონისტი ოლე-ეინარ ბიორნდალენი ცოლს გაეყარა.

მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი 40 წლის იტალიელ ბიატლონისტს, ნატალი სანტერს დაშორდა, რომელიც ალბერვილის, ლილეჰამერის, ნაგანოს, სოლტ-ლეიკ-სიტისა და ტურინის ზამთრის თამაშების მონაწილეა. ბიორნდალენმა და სანტერმა ერთად ექვსი წელი იცხოვრეს.

განქორწინებასთან დაკავშირებით, მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

"უნდა ვაღიაროთ, რომ არ განხორციელდა მრავალი წლის განმავლობაში თანაცხოვრების სურვილი. წინ ცალ-ცალკე ცხოვრება გველის. მოვილაპარაკეთ, რომ ამ განცხადების გარდა, ამ თემაზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ. გთხოვთ, პატივი სცეთ და გაგებით მოეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებას".

იტალიური ინტერნეტგამოცემის, Wintersport-news-ის ინფორმაციით, ბიორნდალენი სანტერს ცნობილ
ბელორუს ბიატლონისტთან, დარია დომრაჩოვასთან რომანის გამო დაშორდა. ნორვეგიელსა და ბელორუსს შორის სასიყვარულო ისტორია გასულ წლის ზაფხულში, ავსტრიის კურორტ ობერტილაჰში დაიწყო, სადაც ნორვეგიელი ისვენებდა, ხოლო ბელორუსის ბიატლონისტთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას გადიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნორვეგიის საუკეთესო სპორტსმენი შეკრების დროს გარდაიცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული