დავით ხუციშვილის უიღბლო დაბრუნება - დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში

AutoSharing Option
უიღბლო გამოდგა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან დავით ხუციშვილის (84) დაბრუნება დიდ სპორტში.

29 ნოემბერს ის ნიცაში, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი დეგლანის სახელობის მემორიალში ჩაერთო, მაგრამ პირველივე შეხვედრაში ამერიკელ ბრუკ კლიმონსთან ძველი ტრავმა გაუმიზეზდა - ისევ ის ნაოპერაციები მხარი ამოუვარდა და დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს ძალიან რთული ტრავმაა - ძნელად მოსარჩენი, მუდმივად საფრთხის შემცველი, დატვირთვებისადმი შეუსაბამო, რომელსაც ძალიან ბევრი ნიჭიერი სპორტსმენის კარიერა შეუწირავს.

ღმერთმა ჰქნას, ხუციშვილი გამონაკლისი იყოს - ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.

მისი ასეთი ფატალური უიღბლობის
მიუხედავად, ამ წონაში ოქროს მედალი მაინც მოვიპოვეთ, რომელსაც გიორგი ჩხარტიშვილი დაეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული