ლევან გორგაძემ ნაგოიას ბაშოზე კომუსუბისთან წააგო

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე მორიგი, მე-5 მარცხი იგემა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). ჩვენებური კომუსუბის რანგის ტაკაიასუსთან დამარცხდა. ახლა ტოჩინოშინს 1-5 ბალანსი აქვს და სუმოს იერარქიაში მესამე წოდება, სეკივაკეობა რთულად შესანარჩუნებელი გახდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი კისენოსატოა (6:15 ურთიერთშეხვედრებში).

დამარცხდა ძურიოს დივიზიონის პირველი ნომერი თეიმურაზ ჯუღელიც (გაგამარუ), მან ჰომარეფუჯისთან დათმო და ახლა იშიურას ხვდება. გაგამარუს 2-4 ბალანსი აქვს და ელიტაში დასაბრუნებლად კიდევ 6 მოგება სჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ისევ წააგო (( ბალანსი 1–6
დავით
13:39 16-07-2016
0

სიახლეები პოპულარული