ქართველი სეკივაკე ნაგოიას ბაშოს მარცხით იწყებს

AutoSharing Option
დაიწყო წლის მე-4 დიდი ტურნირი, ნაგოიას ბაშო, რომელსაც ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში პირველად ხვდება სუმოს იერარქიაში მე-3 საფეხურზე - ის დასავლეთის სეკივაკეა.

სეკივაკეს რანგში პირველი ჭიდაობა წარუმატებელი გამოდგა - ლევანი დიდ ჩემპიონ (იოკოძუნა) ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა. ახლა ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ტაკარაფუჯია (5:5 ურთიერთშეხვედრებში).

ძურიოს დივიზიონში გავარდნილი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) იქ პირველი ნომერია და თუ ბაშოს დადებითი ბალანსით დაასრულებს, ისევ ელიტაში დაბრუნდება. გაგამარუმ ოშიდაშის ილეთით დაამარცხა აზუმარიუ.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ (იორიკირი), კაკურიუ-კოტოიუკი
(ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), კისენოსატო-მიტაკეუმი (იორიკირი), ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ (ოშიდაში), ტაკარაფუჯი-გოეიდო (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-ოკინოუმი (იორიკირი).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-მიტაკეუმი, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-ოკინოუმი, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, გოეიდო-კოტოიუკი, ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული