ქართველთა ნავსიანი, მე-13 დღე ზაფხულის ბაშოზე

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს მე-13 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის - ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), მოულოდნელად, მე-10 მაეგაშირა ტოკუშორიუსთან დათმო იორიტაოშის ილეთით, ხოლო თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ასევე მე-10 მაეგაშირა სადანოუმისთან დათმო უვატედაშინაგეს ილეთით.

ტოჩინოშინს თავი ქუდში აქვს - მას 9-4 ბალანსი აქვს და რეიტინგში აუცილებლად დაწინაურდება. აი, გაგამარუმ კი წაგებების ლიმიტი ამოწურა - 6-7.

ტოჩინოშინი მე-10 გამარჯვებისთვის დაიშომარუს ეჭიდავება, ხოლო თუ გაგამარუმ მიტაკეუმისთანაც წააგო, ელიტას დაემშვიდობება.

13 გამარჯვებით ერთპიროვნულად გალიდერდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული