ლევან გორგაძის მეცხრე გამარჯვება ზაფხულის ბაშოზე

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოზე შესანიშნავად ასპარეზობს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). მე-12 დღეს მან დოჰიოდან განდევნა დაიეიშო და 9-3 ბალანსით ლიდერთა სიახლოვესაა. ჩვენებურის შემდგომი მეტოქე მე-10 მაეგაშირა ტოკუშორიუა. ტოჩინოშინს რეიტინგში წინსვლა უკვე გარანტირებული აქვს.

მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). მან მძლავრი ოშიდაშით ტაკანოივას აჯობა. ბაშოს დასრულებამდე სამი დღე რჩება. ჯუღელს 6-6 ბალანსი აქვს და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ორი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. მისი მომდევნო მეტოქე სადანოუმია.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-კოტოიუკი (იორიკირი), ჰაკუჰო-გოეიდო (ჰიკიოტოში), კოტოშოგიკუ-კაკურიუ (იორიკირი), კისენოსატო-ტერუნოფუჯი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-დაიეიშო (იორიკირი), გაგამარუ-ტაკანოივა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო
(იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
9-3: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 4), ენდო (მ 15)... 6-6: გაგამარუ (მ 15).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, გოეიდო-იკიოი, კოტოშოგიკუ-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-ტოკუშორიუ, გაგამარუ-სადანოუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული