ლევან გორგაძის ოთხიდან სამი გამარჯვება გატეხილი ნეკნით

AutoSharing Option
ლევან გორგაძე, იგივე მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი, ზაფხულის ბაშოს გატეხილი ნეკნით შეხვდა. ექიმებმა მას ტურნირის გამოტოვება ურჩიეს, მაგრამ ქართველმა სუმოისტმა გარისკა და ტოკიოს "კოკუგიკანზე" ოთხი ორთაბრძოლიდან სამი მოიგო.

ჩვენებურმა მონღოლი ტამავაში ჰიკიოტოშის ილეთით დაამარცხა. მას 3-1 ბალანსი აქვს და 34 წლის ვეტერან იოშიკაძეს ხვდება. ყოფილ სეკივაკესთან ლევანს დადებითი ბალანსი აქვს - 13:6.

თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ამ ბაშოზე დადებითი ბალანსი აუცილებლად სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ელიტიდან გავარდება. ტოიოჰიბიკისთან მარცხის მერე ჩვენებურს 2-2 ბალანსი აქვს და "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს ხვდება (11:5 ურთიერთშეხვედრებში)

IV
დღე
(საინტერესო ბრძოლები): ჰაკუჰო-შოდაი (ოშიდაში), კაკურიუ-იჩინოჯო (შიტატენაგე), ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (ცუკიტე), კაისეი-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), გოეიდო-აოიამა (ოშიდაში), ტაკარაფუჯი-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-ტამავაში (ჰიკიოტოში), ტოიოჰიბიკი-გაგამარუ (იორიკირი).

V დღე (საინტერესო წყვილები): კაკურიუ-იკიოი, ჰარუმაფუჯი-აოიამა, ჰაკუჰო-კაისეი, კისენოსატო-ტაკარაფუჯი, გოეიდო-შოდაი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, ტერუნოფუჯი-მიოგირიუ, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-ტაკეკაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული