ქართველი სუმოისტები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ

AutoSharing Option
27 აპრილს სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ელიტაში მოჭიდავე ქართველი სუმოისტები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დღეიდან დასავლეთის პირველი მაეგაშირაა. ის დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იყო და მარტის ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა. ახლა იგივე შედეგი მას, სავარაუდოდ, კომუსუბის ტიტულს მოუტანს.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დასავლეთის მე-15 მაეგაშირა იყო, მაგრამ მან მარტში ძალიან კარგად იასპარეზა, 11-4 ბალანსი აჩვენა, რაც ახალ რეიტინგში დაუფასდა - აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა გახდა.

მაისის (ზაფხულის) ბაშო ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" სტარტს 10 მაისს აიღებს და 24 მაისს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული