ლევან გორგაძე - დიდი ჩემპიონის მერე ჩემპიონიც წაქცეულია

AutoSharing Option
დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) გაზაფხულის ბაშოზე ფავორიტების რისხვაა - მე-12 დღეს მან ოძეკი (ჩემპიონი) კისენოსატო დაამარცხა იორიტაოშის ილეთით.

ლევანს 6-6 ბალანსი აქვს და ძალზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მეტოქედ მორიგი ოძეკი ელის - გოეიდო.

ბაშოზე მე-9 გამარჯვება იზეიმა მე-15 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), მან იკიოი მძლავრი ოშიდაშით გააძევა რკალიდან. ქართველის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი კაისეია.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო (შიტატენაგე), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტოჩინოშინი-კისენოსატო (იორიტაოში), ტერუნოფუჯი-ტოიონოშიმა (კიმედაში), მიოგირიუ-კაისეი (იორიკირი), გაგამარუ-იკიოი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-2: ტერუნოფუჯი (სეკივაკე)
9-3: ჰარუმაფუჯი
(იოკოძუნა), ჩიოოტორი (მაეგაშირა 12), გაგამარუ (მ 15)... 6-6: ტოჩინოშინი (მ 4).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-გოეიდო, გამგამარუ-კაისეი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული