ოსაკას ბაშოზე ქართველი სუმოისტები ყოჩაღობენ

AutoSharing Option
ოსაკაში გრძელდება გაზაფხულის ბაშო. ელიტაში ორი ქართველი სუმოისტი ჭიდაობს: მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და მე-15 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი).

ბაშოს მესამედი მიილია, ჩვენებურები ყოჩაღობენ - მე-5 დღესაც ორივემ იმარჯვა. ტოჩინოშინმა ბრაზილიელი კაისეი დაამარცხა, ხოლო გაგამარუმ - ჩიომარუ. ლევან გორგაძეს 4-1 ბალანსი აქვს და ოთხ დაუმარცხებელ სუმოისტს კვალში უდგას. თეიმურაზ ჯუღელის ბალანსი 3-2-ია.

ასპარეზობის მე-6 დღეს გაგამარუს მეტოქე მე-12 მაეგაშირა კოტოიუკია (2-3), ხოლო ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ტოიონოშიმას (4-1) დაეჭიდება.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო- ტაკარაფუჯი (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (ოშიდაში), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ (იორიკირი),
ტამავაში-გოეიდო (ცუკიდაში), იჩინოჯო-კისენოსატო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-კაისეი (იორიკირი), გაგამარუ-ჩიომარუ (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტერუნოფუჯი (სეკივაკე), ამინიშიკი (მაეგაშირა 6), ჩიოოტორი (მ 12)... 4-1: ტოჩინოშინი (მ 4)... 3-2: გაგამარუ (მ 15).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-აოიამა, ჰაკუჰო-ტაკაიასუ, გოეიდო-ტაკეკაძე, კისენოსატო-ტამავაში, კოტოშოგიკუ-იჩინოჯო, ტოჩინოშინი-ტოიონოშიმა, გაგამარუ-კოტოიუკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული