ლევან გორგაძემ ზედიზედ მეორედ იმარჯვა

AutoSharing Option
ქალაქ ოსაკაში გრძელდება გაზაფხულის ბაშო, რომლის ელიტაში ერთბაშად ორი ქართველი სუმოისტი ჭიდაობს - მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და მე-15 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი).

ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო ლევან გორგაძემ, რომელმაც პირველი მაეგაშირა იჩინოჯო დაამარცხა იორიკირის ილეთით. ასპარეზობის მესამე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა, "მატადორად" წოდებული ამინიშიკი იქნება.

მეორედ დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი, ვინც არავაშისთან წააგო. ახლა გაგამარუ სოკოკურაის შეხვდება.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ჰაკუჰო-სადანოუმი (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-ტამავაში (იორიკირი), გოეიდო-ტაკაიასუ (ოშიტაოში), მიოგირიუ-კისენოსატო (იორიკირი), ტოჩინოშინი-იჩინოჯო (იორიკირი), არავაში-გაგამარუ (იორიკირი).

III დღე (მნიშვნელოვანი
წყვილები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი- იჩინოჯო, გოეიდო-ოკინოუმი, კისენოსატო-სადანოუმი, კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, გაგამარუ-სოკოკურაი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული