ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი და რეიტინგში დაწინაურება გაინაღდა

AutoSharing Option
წლის უკანასკნელი ბაშოს ორი მესამედი გავიდა, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) ელიტაში დაბრუნება ტრიუმფული გამოდგა. ჩვენებურმა უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი (რეიტინგში დაწინაურებაც) და 8-2 შედეგით იმპერატორის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეათე დღეს მან მძლავრი ოშიდაშით ჩიომარუ დაამარცხა, ახლა მისი მეტოქე ვეტერანი მონღოლი კიოკუტენჰოა (8-2).

ძურიოს დივიზიონში ბალანსი გაათანაბრა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), მან საკიგაკეს იორიკირის ილეთით აჯობა და ახლა 5-5 ბალანსი აქვს. ქართველის მომდევნო მეტოქე ტენკაიჰოა (7-3).

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა (იორიკირი), კაკურიუ-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-გოეიდო (ოკურიტაოში),
ტოჩინოშინი-ჩიომარუ (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0
: კაკურიუ (იოკოძუნა)
9-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
8-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 8), კიოკუტენჰო (მ 11).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-აოიამა, ჰაკუჰო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული