ნოემბრის ბაშოზე ორივე ქართველმა მოიგო

AutoSharing Option
ერთდღიანი ჩავარდნის შემდეგ კვლავ იმარჯვა წლის უკანასკნელ ბაშოზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). ქართველმა ჰატაკიკომის ილეთით შოჰოზანს მოუგო და 4-1 ბალანსი გაუხდა.

ორი დიდი ჩემპიონის შემდეგ, რომელთაც ჯერ დამარცხება არ უგემიათ, ტოჩინოშინი კიდევ 9 სუმოისტთან ერთად განლაგდა ცხრილის სათავეში. ახლა მისი მეტოქე მე-6 მაეგაშირა ჯოკორიუ გახლავთ.

ძურიოს დივიზიონში იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც იორიკირის ილეთით მოუგო ჩიოოს. ჩვენებურს 3-2 ბალანსი აქვს და დივიზიონის პირველ ნომერ ტოკიტენკუს ხვდება.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-იკიოი (უვატენაგე), ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), აოიამა-კისენოსატო (ცუკიდაში), გოეიდო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-კოტოშოგიკუ
(კატასუკაში), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
5-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა)... 4-1: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 8).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაისეი, ჰაკუჰო-ტაკაიასუ, კაკურიუ-იჩინოჯო, გოეიდო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე, კისენოსატო-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-ჯოკორიუ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული