თეიმურაზი VS შოთა

AutoSharing Option
იანვრის ბაშოზე 2/3 მიილია და ტურნირზე პირველად თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. მე-12 მაეგაშირა მონღოლ "არწივ" ტამავაშისთან დამარცხდა.

გაგამარუს 6-4 ბალანსი აქვს, მას დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ორის მოგება მართებს, თუკი რეიტინგში წინსვლა სურს. მომდევნო მეტოქე ძლიერია - შოთა ენდო, რომელიც ელიტაში ახლახან გამოჩნდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. იაპონელი შოთა 8-2 ბალანსით იწონებს თავს და იმპერატორის თასისთვის ბრძოლას ჯერ არ ჩამოშორებია. მათი ორთაბრძოლა ერთხელ უკვე შედგა და ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ბაშოზე ათივე მოგება აქვს მონღოლ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს, 9-1 ბალანსით
იწონებს თავს ჩემპიონი კაკურიუ.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (ოშიდაში), კისენოსატო-ტაკეკაძე (ოშიდაში), კაკურიუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკო (სუკუინაგე), ტამავაში-გაგამარუ (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
9-1: კაკურიუ (ოძეკი)
8-2: შოჰოზანი (მაეგაშირა 5), ენდო (მ 10)... 6-4: გაგამარუ (მ 12).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოოშუ, კაკურიუ-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-შოჰოზანი, კისენოსატო-გოეიდო, გაგამარუ-ენდო.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელს დადებით ბალანსამდე ისევ 2 მოგება რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული