თეიმურაზ ჯუღელი ბაშოს ლიდერებშია

AutoSharing Option
იანვრის ბაშოს მესამედი მიილია და სუპერტურნირს ერთადერთი დაუმარცხებელი რიკიში შემორჩა - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (5-0). მონღოლს 4-4 მოგებით კვალში 8 სუმოისტი მისდევს. სასიხარულოა, რომ მათ შორის თეიმურაზ ჯუღელიცაა (გაგამარუ), რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-12 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს.

მეხუთე დღეს გაგამარუმ მასუნოიამა დაამარცხა იორიკირის ილეთით. მოკლედ, სასტარტო მარცხის მერე 199-კილოგრამიანმა ქართველმა ფალავანმა ზედიზედ ოთხი ბრძოლა მოიგო.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-9 მაეგაშირა ფუჯიაზუმაა, რომელსაც აქამდე 6-ჯერ შეხვდა და ამდენჯერვე მოუგო. იმედია, ქართველი სუმოისტი ამ ტრადიციას არც ახლა დაარღვევს.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-იკიოი
(სუკუინაგე), კაკურიუ-ტოიოჰიბიკი (ფუმიდაში), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (იორიტაოში), აოიამა-კისენოსატო (იორიტაოში), ტოჩიოძანი-გოეიდო (ოშიდაში), კოტოოშუ-ტოიონოშიმა (ცუკიდაში), გაგამარუ-მასუნოიამა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
5-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
4-1: კაკურიუ (ოძეკი), კოტოოშუ (სეკივაკე), გოეიდო (სეკივაკე), შოჰოზანი (მაეგაშირა 5), ტოჩინოვაკა (მ 8), ენდო (მ 10), გაგამარუ (მ 12), ტოკუშორიუ (მ 15).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, კოტოშოგიკუ-ტოიოჰიბიკი, კისენოსატო-იკიოი, კაკურიუ-ამინიშიკი, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, გოეიდო-შოჰოზანი, გაგამარუ-ფუჯიაზუმა.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მესამე გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული