თეიმურაზ ჯუღელმა მეტოქეს თვალი ატკინა

AutoSharing Option
იანვრის ბაშოს მესამე დღეს მე-12 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მისთვის ძალზე უხერხულ მეტოქე კიოკუშუჰოს მოუგო.

ქართველი სუმოისტი მეხუთედ ხვდებოდა კიოკუშუჰოს და აქამდე სულ წაგებები ჰქონდა პასივში. ახლაც მეტოქე ყოჩაღად უტევდა და გაგამარუმ ბოლო წამს შეძლო მისი მოგერიება კოტენაგეს ილეთით. ილეთის შესრულებისას ქართველმა მოწინააღმდეგეს თვალი ატკინა.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა ოსუნაარაშია, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მოუგო. ქართველ სუმოისტს 2-1 ბალანსი აქვს.

III დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ოკინოუმი (იორიკირი), ტოიონოშიმა-კოტოშოგიკუ (კირიკაეში), კისენოსატო-ჩიოტაირიუ (იორიკირი), კაკურიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), გოეიდო-ამინიშიკი (ოშიდაში), გაგამარუ-კიოკუშუჰო (კოტენაგე).

IV
დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ჩიოტაირიუ, კისენოსატო-ოკინოუმი, კაკურიუ-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, კოტოოშუ-ამინიშიკი, გაგამარუ-ოსუნაარაში.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელის წლის პირველი გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული