საქართველოს სამბოს ფედერაციამ 2013 წლის საუკეთესოები დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ გამგეობის სხდომაზე შეაჯამა 2013 წლის სპორტული სეზონის შედეგები და დაასახელა წლის ლაურეატები.

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სამბისტად აღიარებულია მსოფლიოს ჩემპიონი - ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ); ახალგაზრდა სამბისტთა შორის - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უშანგი მარგიანი (82); ჭაბუკთა შორის - თავის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი მეტრეველი (60); გოგონებში - მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ელენე ქებაძე (+80);

ქალთა შორის - მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირინე ლეონიძე (+80).
საუკეთესო მწვრთნელი გახდა გივი ფოთოლაშვილი (თელავი), საუკეთესო მსაჯი - ემინ
რაში (თბილისი).

რეგიონებს შორის საუკეთესოდ აღიარეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამბისტები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული