საქართველოს სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში, ტრანსპორტში, მეტროს სადგურებში, ერთ კვირაზე მეტია გამოკრულია აფიშები და ბილბორდები, რომლებიც იუწყებიან სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას.

22-23-24 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგის "იუბილეინის" 7-ათასიანი სპორტდარბაზი მსოფლიოს 37-ე ჩემპიონატს უმასპინძლებს სამბოში, სადაც ყველა კონტინენტის წარმომადგენლები, მათ შორის, ქართველებიც გამოვლენ.

წლეულს სამბოს 75 წლის იუბილეა. სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატებიც საიუბილეოა. 40 წლის წინათ, 1973 წელს, პირველი თეირანში დაიწყო. დღემდე კი სულ 36 ჩემპიონატი გაიმართა.

1976-78 და 1980 წლებში სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ასპარეზობა ჩავარდა.

მოახლოებულ საიუბილეო ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
გივი ნადარეიშვილი (52 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), უშანგი კუზანაშვილი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), ლაშა გურული (100 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ).

ქალები: შორენა შარაძე (60 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ირინე ლეონიძე (+80 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატზე, სპორტული სამბოს პარალელურად, პირველად იასპარეზებს ჩვენი ორი სპორტსმენი საბრძოლო სამბოშიც. ესენი არიან: გორელები - დავით ჭაბუკაშვილი (82 კგ) და ნიკო ბიბილაშვილი (100 კგ).

22 ნოემბერს იჭიდავებენ: 52-68-90 კგ, 23 ნოემბერს - 57-74-100 კგ, 24 ნოემბერს - 62-82- +100 კგ.
ქალები: 22 ნოემბერს - 60-72 კგ, 24 ნოემბერს - +80 კგ. საბრძოლო სამბო - 22 ნოემბერს 100 კგ, 23 ნოემბერს 82 კგ.

ცნობისთვის: საქართველო სამბოში მსოფლიოს 19 ჩემპიონს მოითვლის. გვეყოლება თუ არა მეოცე ჩემპიონი, ეს სანკტ-პეტერბურგში გახდება ცნობილი.

2011-12 წლებში კი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: ავთანდილ ცინცაძე (52 კგ) და გიორგი ბაინდუროვი (90 კგ).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული