სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ცვლილებით

AutoSharing Option
სამბისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, მან ვაჟთა ნაკრებში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა - 74 კილოგრამში კახა მამულაშვილი ლევან ნახუცრიშვილმა შეცვალა. მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილებაც საკონტროლო შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელშიც ნახუცრიშვილმა 4:0 იმარჯვა და მსოფლიოზე წასვლაც გაინაღდა.

გუნდშია ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ვინც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია და მორიგი ტიტულისთვის ემზადება.

ქალთა ნაკრებშიც ისევ ევროპაზე ნამყოფი ხუთეული გამოვა. მათ შორის - ევროპის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილიც (72), ვინც საჭიდაო სახეობებში ამ ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი ქალია.

მსოფლიოს ჩემპიონატი 11-13 ნოემბერს სოფიაში ტარდება. ჩვენები იქ ორ ეტაპად გაემგზავრებიან. პირველად ისინი წავლენ, რომლებიც პირველ დღეს ჭიდაობენ - 8 ნოემბერს, დანარჩენები კი 10-ში წავლენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. ჩემპიონები ჩიდრაშვილი, ნიკოლოზ კუცია (82) და ბექა ბერძენიშვილი (+100) გახდნენ. მეორეზე მინდია ლილუაშვილი (68) და პაატა ღვინიაშვილი (90) გავიდნენ, ბრინჯაოს მედალი კი გივი ნადარეიშვილმა (52) და დავით ლორიაშვილმა (100) მოიპოვეს.

ქალთა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა - 1 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. როგორც გითხარით, ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი გახდა, ირინა ლეონიძემ (80) და ელენე ქებაძემ (+80) მხოლოდ ფინალური პაექრობები დათმეს, მესამეზე კი თეა სუხიტაშვილი (68) და სალომე აბაშიძე (56) გავიდნენ.

საქართველოს სამბისტთა ნაკრები
ვაჟები
52 კგ. გივი ნადარეიშვილი
57 კგ. ვახტანგ ჩიდრაშვილი
62 კგ. ზურაბ ოდოშაშვილი
68 კგ. მინდია ლილუაშვილი
74 კგ. ლევან ნახუცრიშვილი
82 კგ. ნიკოლოზ კუცია
90 კგ. პაატა ღვინიაშვილი
100 კგ. დავით ლორიაშვილი
+100 კგ. ბექა ბერძენიშვილი

ქალები
56 კგ. სალომე აბაშიძე
68 კგ. თეა სუხიტაშვილი
72 კგ. ნინო ოძელაშვილი
80 კგ. ირინა ლეონიძე
+80 კგ. ელენე ქებაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული