თბილისი გრან-პრი: ტატალაშვილის ოქრო, შავდათუაშვილისა და გიგანის ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრიზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა მოიპოვეს.

ტატალაშვილმა ფინალში მონღოლი ოდბაიარ განბაათარი ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა. შავდათუაშვილმა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელ მარსელო კანტონის იპონით მოუგო, გიგანმა კი ვაზარით - დედით ქართველ ბერძენს გეორგიოს აზოიდისს.

ამავე წონაში საწყის ეტაპზევე დამარცხდა გიორგი კაციაშვილი.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონობის შანსი აქვს ლევან გუგავას, რომელიც ფინალურ შეხვედრაში ალან ხუბეცოვს (რუსეთი) დაუპირისპირდება. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში
ზებედა რეხვიაშვილი
ბერძენ რომან მოუსტოპოულოსს შეხვდება.  ამავე წონაში წარუმატებლად იასპარეზეს უშანგი მარგიანმა და გიორგი პაპუნაშვილმა.

პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა ესტერ სტამი (-70), რომელიც ებრაელ ლიორ ვილდიკანს ვერ გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ტუნრირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოუტანა, ბრინჯაო კი ამირან პაპინაშვილმა (-60) დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული