ირაკლი ცირეკიძე: ახალი წესები ჩვენს ძიუდოისტებს სასიკეთოდ წაადგებათ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ Sportall.ge-სთან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ წესებში შეტანილ მორიგ ცვლილებებთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა.

მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის თქმით, ქართველი ძიუდოისტებისთვის ეს ცვლილებები სასარგებლო იქნება.

- კომენტარი: ახალი წესები პირდაპირი დარტყმაა ქართველი ძიუდოისტებისთვის!
- ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს

"ვფიქრობ, აღნიშნული წესები ქართველ ძიუდოისტებს სასიკეთოდ წაადგებათ. ერთადერთი, რაშიც ეს წესები დაგვაზარალებს, ეს გუნდური გამოსვლაა - საქართველოში გოგონათა ძიუდო არაა ჯერ იმ დონეზე განვითარებული, როგორც ვაჟებში და ეს გარკვეულ დროს წაიღებს...

სხვა მხრივ, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ამიერიდან 4-ის ნაცვლად 3 შიდოზე რომ მოიხსნება სპორტსმენი, კარგია. აქამდე ისე ხდებოდა, რომ ანგარიშში დაწინაურების შემთხვევაში, მეტოქე ძალიან აქტიურობდა, თავად კი დროის გაყვანას ვცდილობდით ხოლმე. ახლა კი ჩვენც ვალდებულნი ვიქნებით, შევუტიოთ", - გვითხრა ცირეკიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული