თბილისი. მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპი. II ტური: ჯობავა რაჯაბოვს დაუზავდა

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 16 თებერვალს ფიდეს ვაჟთა გრან პრის მესამე ეტაპის მეორე ტურის პარტიები გაიმართა.

ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ტეიმურ რაჯაბოვს დაუპირისპირდა. 48-ე სვლაზე მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ.

ასევე დაზავდნენ: ანიშ გირი (ჰოლანდია)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი), რანიერ დომინგესი (კუბა)-პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი). უზბეკმა რუსტამ კასიმჯანოვმა შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს აჯობა.

ორი ტურის შემდეგ: გირი, გრიშჩუკი, ტომაშევსკი-1.5-1.5, ანდრეიკინი, დომინგესი, კასიმჯანოვი, მამედიაროვი, რაჯაბოვი, იაკოვენკო-1-1, ვაშიე-ლაგრავი, ჯობავა, სვიდლერი-0.5-0.5 ქულა.

17 თებერვალს, მე-3 ტურში ითამაშებენ:
სვიდლერი-რაჯაბოვი, ვაშიე-ლაგრავი-დომინგესი, კასიმჯანოვი-გირი, ანდრეიკინი-მამედიაროვი, ტომაშევსკი-გრიშჩუკი, ჯობავა-იაკოვენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული