შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ თანატოლთა შორის 2014 წლის ევროპის პირველობის ვერცხლისმედალოსნები - ნინო ხომერიკი და გიორგი სიბაშვილი; ასევე, საქართველოს პირველობების გამარჯვებულები და პრიზიორები - ნოე თუთისანი, ნიკა ღვამბერია და ნიკა ცომაია.
ისინი დღეიდან საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაივლიან ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას, 13 დეკემბრიდან კი შეჯიბრებაში ჩაებმებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"