ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართულ-რუსული ტანდემი ლიდერობს

AutoSharing Option
ლატვიის დედაქალაქ რიგაში მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის მონაწილენი რაც უფრო უახლოვდებიან ფინიშის სწორს, დაძაბულობა მით უფრო მატულობს.

რვა ტურის შემდეგ ორ მოჭადრაკეს 6.5-6.5, ოთხს 6-6, ხოლო მედლების 13 მაძიებელს 5.5-5.5 ქულა ჰქონდა. მეწინავეთა ჯგუფის წევრებმა გუშინ სიფრთხილე გამოიჩინეს - ცხრიდან შვიდი ორთაბრძოლა ყაიმით დასრულდა.

დაზავდნენ მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (უკრაინა) და ნანა ძაგნიძე, ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი)-ალინა კაშლინსკაია (რუსეთი), ბელა ხოტენაშვილი-იულია ოსმაკი
(უკრაინა), მონიკა სოჩკო (პოლონეთი)-ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ირინა ბულმაგა (რუმინეთი), ნინო ბაციაშვილი შავი ფიგურებით ელინა დანიელიანთან (სომხეთი) დამარცხდა, ხოლო გერმანელმა ელიზაბეტ პეტცმა რუსი დარია პუსტოვოიტოვას აჯობა...

მარინა ბრუნელო (იტალია)-სალომე მელია 1:0, ლელა ჯავახიშვილი-ნინო ხომერიკი 1:0, მერი არაბიძე-კატარჟინა ტომა (პოლონეთი) 0.5:0.5, სოფიო გვეტაძე-ანასტასია საზონოვა (რუსეთი) 1:0.

ცხრა ტურის შემდეგ გათამაშებას ისევ ორი ლიდერი ჰყავს - ძაგნიძე და გორიაჩკინა, რომლებმაც 7-7 ქულას მოუყარეს თავი.

ექვს მოჭადრაკეს 6.5-6.5 ქულა აქვს. ხოტენაშვილი-6, ბაციაშვილი, ჯავახიშვილი-5.5-5.5, არაბიძე, მელია, გვეტაძე - 5-5, ხომერიკი - 4.5 ქულა.

მე-10 ტურში წილისყრის შედეგად ლიდერთა ჯგუფის წევრები ასე დაწყვილდნენ: ნანა ძაგნიძე-მონიკა სოჩკო (პოლონეთი), ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი)-ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი), ალინა კაშლინსკაია (რუსეთი)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია)-ელინა დანიელიანი (სომხეთი)...

ლაურა უნუკი (სლოევენია)-ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი-დარია პუსტოვოიტოვა (რუსეთი), გულნარ მამედოვა (აზერბაიჯანი)-ლელა ჯავახიშვილი, ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-სოფიო გვეტაძე, სალომე მელია-ანასტასია ტრავკინა (რუსეთი), მონიკა რუისი (ესპანეთი)-მერი არაბიძე, ნინო ხომერიკი-მარია გევორქიანი (სომხეთი).

ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ხვალ, 22 აპრილს დამთავრდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული