El Mundo: ლუის ჰემილტონი და ირინა შეიკი ერთად არიან

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა El Mundo საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს: ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი რუს მოდელ ირინა შეიკს ხვდება.

შეიკი კრიშტიანო რონალდოს იანვარში დაშორდა. მათი ურთიერთობის დასრულების შესახებ ჭორები მაშინ გაჩნდა, როცა მოდელი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე არ გამოჩნდა, სადაც პორტუგალიელი ფეხბურთელი მთავარი ტრიუმფატორი გახდა. მარტო დარჩა ჰემილტონიც, რომელიც აღარ ხვდება მომღერალ ნიკოლ შერცინგერს.

ჟურნალისტებმა შეიკი და ჰემილტონი 14 თებერვალს მოდების ჩვენებაზე შეამჩნიეს. იმავე დღეს ირინამ "ინსატგრამში" გამოაქვეყნა ფოტო წითელი ვარდების დიდი თაიგულით, - წერს El Mundo.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული