პოლონელი ციგურებით მორბენლები სოჭის ოლიმპიადის წინ გაშიშვლდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ცნობილმა პოლონელმა ციგურებით მორბენლებმა აიდა ბელამ და მარტა ვუიციკმა სოჭში გამომგზავრებამდე, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს, დრო გამონახეს და მამაკაცთა ჟურნალ Playboy-სთვის ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

ცნობისთვის, ამ ქერა მზეთუნახავების თვალისმომჭრელი ფოტოსურათები ჟურნალ Playboy-ს პოლონური ვერსიის ნოემბრის ნომერს დაამშვენებს.

ამბობენ, რომ აიდა და მარტა ფოტოსესიაში აღებული ჰონორარის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ოლიმპიური სეზონისთვის სამზადისს მოახმარენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული