სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი

AutoSharing Option
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) სოჭის ოლიმპიადის საუკეთესო მამაკაცი და ქალი სპორტსმენები გამოავლინა. გამოკითხვის შედეგად, მამაკაცებს შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ნორვეგიელი ბიატლონისტი ოლე-ეინარ ბიორნდალენი, ქალებს შორის კი საუკეთესო გახდა ბელორუსი ბიატლონისტი დარია დომრაჩევა.

ბიორნდალენმა ხმების 28 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა რუსმა შორტტრეკისტმა ვიქტორ ანმა (27 პროცენტი), მესამეზე კი გავიდა ბიატლონის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ფრანგი მარტინ ფურკადი. მას ხმების 12 პროცენტი ერგო.

ქალებს შორის გამოკითხვაში გამარჯვებულმა უფრო სოლიდური სხვაობით მოიგო. სოჭის ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონმა დომრაჩევამ ხმების 45 პროცენტი დაიმსახურა. მეორეზე
გავიდა სლოვენიელი სამთო-მოთხილამურე ტინა მაზე (21 პროცენტი). შემდეგ მოდის ნორვეგიელი მოთხილამურე მარიტ ბიორგენი (7 პროცენტი).

საუკეთესო გუნდად დასახელდა ჰოლანდიის მამაკაცთა ნაკრები ციგურებით სირბილში, რომელმაც ოქრო მოიპოვა გუნდურ რბოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული