19 ნოემბერს „ვაკის საცურაო აუზზე“ ცურვის შიდა ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
2023 წლის 19 ნოემბერს სპორტულ კომპლექსში „ვაკის საცურაო აუზი“ გაიმართება ცურვის შიდა ჩემპიონატი მოყვარულთა შორის.

სპორტული ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის ვაკის საცურაო აუზი ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია: საცურაო აუზი,
ფიტნესდარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, ჯგუფური ვარჯიშების ნაირსახეობა, ფინური და ორთქლის საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, მასაჟი, ღია ვერანდა და ჯანსაღი კაფე.

ვაკის საცურაო აუზი ყველა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უერთდება და საკუთარ სივრცეშიც სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.
უკვე მრავალი წელია, ამ სივრცეში, ტრადიციულად, მიმდინარეობს ჩოგბურთის ჩემპიონატი, რომელსაც სპორტული კომპლექსის
კლუბის წევრები ყოველი წლის
დასაწყისში მოუთმენლად ელიან.

Sportall.Ge

ვაკის საცურაო აუზი გეგმავს ახალი ტრადიციის დამკვიდრებას და პირველად ატარებს
შიდა სამოყვარულო ჩემპიონატს ცურვაში.

ცურვის ჩემპიონატი სპორტული კომპლექსის კლუბის წევრებისთვის ტარდება, თუმცა ვაკის საცურაო აუზი ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას ნებისმიერ
ადამიანს აძლევს და წახალისწების მიზნით მათ აუზის სასურველ აბონემენტზე 20%-ან
ფასდაკლებას სთავაზობს.

Sportall.Ge

2023 წლის ცურვის ჩემპიონატში ჩართულია უამრავი კომპანია, რომლებიც გამარჯვებულებისთვის სოლიდურ პრიზებს დააწესებენ. გამარჯვებულებსა და
მონაწილეებს განსაკუთრებულ საჩუქრებს ვაკის საცურაო აუზიც უმზადებს.
ჩემპიონატში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ნოემბრამდე მიმდინარეობს.
„ინვესტირება ჯანმრთელობაში“ - ვაკის საცურაო აუზის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებას - ჩვენ ვქმნით სივრცეს
თქვენი ჯანმრთელობისთვის!

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული